logo
ENG



ბლინკენი ზელენსკის: რუსეთის მხრიდან ნებისმიერ ესკალაციას სერიოზული შედეგები მოყვება

07 დეკ 202110:06
3 წუთის საკითხავი
 
ბლინკენი ზელენსკის: რუსეთის მხრიდან ნებისმიერ ესკალაციას სერიოზული შედეგები მოყვება

აშშ-ის სახელმწიფო მდივანი, ენტონი ბლინკენი უკრაინის პრეზიდენტს, ვოლოდიმირ ზელენსკის ტელეფონით ესაუბრა. 

ლაპარაკის თემა უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის აგრესია იყო. 

"მე მას გავუმეორე, რომ აშშ-ის მხარდაჭერა უკრაინის მიმართ ურყევია. რუსეთის მხრიდან ნებისმიერ ესკალაციას სერიოზული შედეგები მოყვება". - აცხადებს ენტონი ბლინკენი ტვიტერზე.

უკრაინის შესახებ დღეს, 7 დეკემბერს ჯო ბაიდენი და ვლადიმირ პუტინიც ილაპარაკებენ. საუბარი ვიდეოზარით შედგება. 

ერთ თვეზე მეტია, უკრაინის საზღვართან 175 000 რუსი სამხედროა მობილიზებული. 

26 ნოემბერს უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ რუსეთის ჩართულობით უკრაინაში სახელმწიფო გადატრიალება იგეგმება.

უკრაინის საზღვართან რუსეთის ჯარების მობილიზების მიზეზი უკრაინის NATO-სკენ სწრაფვაა. კრემლმა ვაშინგტონისგან მოითხოვა გარანტია, რომ უკრაინა ჩრდილო-ატლანტიკურ ალიანსს არ შეუერთდება და რომ ალიანსი თავს შეიკავებს გარკვეული სამხედრო მოქმედებებისგან უკრაინის ტერიტორიაზე და მის გარშემო.


close დახურვა